ხმაური 14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმის სასამართლოზე | სხდომაზე სასწრაფო გამოიძახეს

გამოქვეყნდა:

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის დღევანდელი სასამართლო ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. 

დღეს დარბაზში ჩვენების მისაცემად მკვლელობაში ბრალდებულ ალიმ სადიკოვის მამა იყო  გამოძახებული. მისი დაკითხვისას მოკლული გოგონას დედა, ეგნატა მაგარამოვა შეუძლოდ გახდა. 

დღესვე დაიკითხა იმ  სკოლის დირექტორი,  სადაც აითაჯ შახმაროვა სწავლობდა. დირექტორის თქმით, გოგონა სექტემბრიდან სკოლაში საერთოდ არ გამოცხადებულა.

შეგახსენებთ, რომ 14 წლის მოზარდი სოფელ ლამბალოში გასული წლის 6 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით 28 წლის ალიმ სადიკოვია დაკავებული, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე, არასრულწლოვანი ბავშვი ქორწინების მიზნით მოიტაცა. 

გამოძიების ინფორმაციით, გოგოს წინააღმდეგობისა და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ, ბრალდებულმა აითაჯი მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის სამდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

14 წლის არასრულწლოვნის საქმეზე ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულები არიან და ბრალი აქვთ წარდგენილი ბავშვის დედასა და ბიძას. ხოლო მკვლელობაში ბრალდებულ "ქმარს" ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლითაც დაუმძიმდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი