ყველაზე მკაცრი სასჯელი სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის წინააღმდეგ. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვამ მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე სრულად გაიზიარა ბრალდების პოზიცია და ერთადერთი მოწმის ჩვენება. დღეს ნატა ფერაძე საკუთარ სახლში დააკავეს და ციხეში 5 დღის გატარება მოუწევს. შჩერბაკოვა ის მოსამართლეა, რომლის სახელსაც არაერთი სამოქალაქო აქტივისტის გასამართლდება უკავშირდება, ის ასევე განიხილავდა მარტის აქციებზე დაკავებულთა საქმეებს და მისი ვერდიქტი ყველა შემთხვევაში ხელისუფლების მოთხოვნებს პასუხობს.