ფინანსურმა საავტორო უფლებათა ასოციაციის დოკუმენტაცია დალუქა | საგამოძიებო მოქმედებები 7 საათზე მეტია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

საავტორო უფლებათა ასოციაციაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უკვე 7 საათზე მეტია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. დალუქულია დოკუმენტაცია. ადგილზე იმყოფება ასოციაციის ხელმძღვანელი გიგა კობალაძე. 

ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, გამოძიება თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიების დაწყება კი გასული წლის მაისში, ავტორ-შემსრულებლების განცხადებას უკავშირდება, რომლითაც ისინი ფინანსურ უწყებას მოუწოდებდნენ, დაინტერესებულიყო ასოციაციის საქმიანობით.  

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი