"რუსეთმა წაიღო საავტორო უფლებების სფერო და ახლა უნდათ ხელის შემშლელიც აღარ ჰყავდეთ, ვინც ამაზე ილაპარაკებს" | კობალაძე ასოციაციაში ფინანსურის შესვლაზე

გამოქვეყნდა:

სპეცოპერაცია საავტორო უფლებათა ასოციაციაში - თითქმის რვა საათის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გიგა კობალაძის ორგანიზაციის ოფისს ჩხრეკდა. ამოღებულია დოკუმენტაცია და ელექტრო მოწყობილობები. საფინანსო პოლიცია ოფისის დალუქვასაც გეგმავს და ეს ყველაფერი ერთი კონკრეტული საჩივრის საფუძველზე ხდება.

ხელოვანების ნაწილი ასოციაციას მათი შემოსავლების დამალვაში ადანაშაულებს.

"შუადღეს შემოვიდნენ. უკავშირდება მარტივ რაღაცას, რაც 5 წელია უკვე მიმდინარეობს. 5 წლის განმავლობაში იბრძოლა რუსეთმა, წაიღეს საავტორო უფლებების სფერო, როგორც იცით, აკრედიტაცია მიიღო რუსულმა ორგანიზაციამ და ახლა უნდათ რომ საერთოდ მოასუფთაონ, ხელის შემშლელიც აღარ ჰყავდეთ არავინ, ვინც ამაზე ილაპარაკებს და დღევანდელი დღე ამის შედეგია. 

მიაქვთ ყველა დოკუმენტი, კომპიუტერები და ყველაფერი, რაც ოფისში ინახება. " აცხადებს კობალაძე "მთავართან" სატელეფონო საუბარში და ვერაფერს ამბობს შეკითხვაზე, ელოდება თუ არა დაკავებას. 

კობალაძის თქმით, ბრძოლა საავტორო უფლებათა ასოციაციის წინააღმდეგ არის რუსული სცენარი, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებს. უკვე წლებია ხელისუფლება ლობირებს საავტორო უფლებათა რუსულ კომპანიას, რომელიც ქართულ ბაზარზე ცდილობს დამკვიდრებას. გიგა კობალაძე ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების მიზანი ქართულ კულტურაში კრემლის გავლენის გაძლიერებაა. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი