პროკურატურის მოთხოვნით, დღეს, 18:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას პროცესი ჩაინიშნა. არ არის გამორიცხული მოსამართლემ მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელოს.
ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეეფარდათ. სააპელაციო სასამართლომ კი გუშინ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ისინი 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას მიმდინარე პროტესტის დროს დააკავეს. გამოძიება ხასაიასა და ჩიქობავას აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავება.