გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა 3 000-3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

თბილისი საქალაქო სასამართლომ, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა. მოსამართლემ ორივე მათგანს 3 000 - 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ხასაია და ჩიქობავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

პროცესი ცოტა ხნის წინ პროკურატურის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე გაიმართა.

ადვოკატ გურამ იმნაძის ინფორმაციით, აღსრულების ბიუროს მანქანის ზიანის თანხა ბრალდებულებმა გუშინ გადაიხადეს - "ზიანის თანხა, რაც იყო უკვე განსაზღვრული, გუშინ გადაიხადეს. ჩვენ აქამდეც მზად ვიყავით გადასახდელად, უბრალოდ ველოდებოდით ტექნიკური დასკვნის მომზადებას და ამიტომ გაგრძელდა ეს პროცესი" - ამბობს ადვოკატი.

ბრალდების მხარე 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

შეგახსენებთ, რომ ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეეფარდათ. სააპელაციო სასამართლომ კი გუშინ, 2 თებერვალს  პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ისინი 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას მიმდინარე პროტესტის დროს დააკავეს. გამოძიება ხასაიასა და ჩიქობავას აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავება. 

[ფოტო: პუბლიკა]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი