11 წლის გერს მამინაცვალი 3 წლის განმავლობაში, დედის თანხმობით აუპატიურებდა | უმძიმესი დანაშაული თბილისში

გამოქვეყნდა:

11 წლის არასრულწლოვანს მამინაცვალი 3 წლის განმავლობაში აუპატიურებდა. გოგოს დედამ კი ყველაფერი იცოდა და დანაშაულს ახალისებდა. სექსუალური ძალადობის შემსწრე იყო მსხვერპლის 7 წლის ძმაც.   

არასრულწლოვანმა  თავს სახლიდან გაქცევით დააღწია და ამბავიც სწორედ ამის შემდეგ გახმაურდა. ჯერ მამინაცვალი დააკავეს, 1 წლის შემდეგ გამოძიებამ საქმეში, ჩვენებების საფუძველზე დედის ბრალეულობაც გამოკვეთა და პატიმრობაშია მოზარდის დედაც. 

ირკვევა, რომ მამინაცვალი გერს მათხოვრობასაც აიძულებდა, არასრულწლოვანი გოგო ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გასული არაერთხელ უნახავთ. 

11 წლის გოგო და მისი 10 წლის ძმა ამ დროისთვის მინდობით აღზრდაში იმყოფებიან და მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ. უმძიმესი დანაშაული თბილისის ცენტრში წლების განმავლობაში ხდებოდა. მეზობლებს  ოჯახიდან ხმაური და ბავშვის ტირილი არაერთხელ გაუგონიათ, მაგრამ ამბავი არც ერთხელ მოუკითხავთ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი