კბილები ჩაუმტვრიეს და ფიზიკურად ისე გაუსწორდნენ რომ დედამ პატიმარი შვილი ვეღარ იცნო - სეირან სარქისიანი 44 წლისაა და ის უკვე 19 წელია უვადო პატიმარია. მსჯავრდებულის დედა "მთავარ არხთან" ინტერვიუში ყვება, რომ მის შვილს ციხეში აწამებენ; ბადრაგები მასზე ძალადობენ და სცემენ; ამ ყველაფერს კი სისტემატური ხასიათი აქვს. ოჯახის ინფორმაციით, სარქისიანს არ აძლევენ ციხის პაემნისა და სახლში ტელეფონით დარეკვის შესაძლებლობას. დედა გამოსავალს მისი შვილის რუსთავის მე-6 დაწესებულებიდან, სადაც მაღალი რისკის მქონე პატიმრები იმყოფებიან, ქუთაისის ციხეში გადაყვანაში ხედავს.
ავტორი: დავით კობიძე