საქალაქოში, ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული 7 პირის პროცესი იწყება | შესაძლოა, ბრალდებულთა სია გაფართოვდეს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტრანსნაციონალური დანაშაულის ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული 7 პირისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი იწყება. პროკურატურა მათ თაღლითობასა და თანხის მითვისებას ედავება. საუბარია 60 მილიონ ლარზე. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.    

საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის თქმით, საქმზე გამოძიება გრძელდება და არააა გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. დაკავებულების ადვოკატები კი ამბობენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები  ბრალს არ აღიარებენ. 

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი გადმოცემით აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში გამოყენებულია მისი პერსონალური მონაცემები.. [ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი] არასდროს არ ყოფილა ამ ოფისში. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ის არცერთ ოფისში არ ყოფილა.. თვითონ არანაირ საქმიანობას არ ასრულებდა", - ამბობს ადვოკატი, ირმა ჭკადუა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ 3 თებერვალს თაღლითური ქოლ-ცენტრების ოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა.

ქალების მარში თბილისში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი