შემზარავი დანაშული დასავლეთ საქართველოში - 50 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული. გამოძიების ინფორმაცით, მამას არასრულწლოვან შვილთან სექსუალური კონტაქტი ორი წლის განმავლობაში ჰქონდა. ეს შემზარავი ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გახმაურდა, რაც გოგონამ ნაადრევად იმშობიარა - ნაყოფი კი დაიღუპა.
სკოლაში, სადაც არასრულწლოვანი მსხვერპლი სწავლობდა, ამტკიცებენ, რომ ძალადობის კვალი არასდროს შეუნიშნავთ. უცნობია, იცოდა თუ არა ვინმემ დანაშულის შესახებ მრავალშვილიან ოჯახში სადაც ეს ხდებოდა. თავად გოგონა კი წლების განმავლობაში დუმდა, რადგანაც მამა მოკვლით ემუქრებოდა.