საეჭვო გარემოება შაქარაშვილის საქმეში - საქმიდან ერთ-ერთი დაკავებულის, არჩილ გაგნიძის ტანსაცმელი გაქრა

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი საეჭვო გარემოება ბოლო დროის ყველაზე რეზონანსულ საქმეში - სად გაქრა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული, არჩილ გაგნიძის ტანსაცმელი. იუსტიციის სამინისტროს გენ-ინაპექციის გამომძიებელი, დღეს თითქმის 5 საათის განმავლობაში ცდილობდა დაედგინა - დაიკარგა, თუ მიზანმიმართულად გააქრეს ორი მაისური, რომელებზეც ნიკოლოზ რევაზიშვილის ბიოლოგიური მასალის აღმოჩენა მარტივად იყო შესაძლებელი.

ბრალდებულის ჩვენებამ დღეს, პენიტენციური სამსახურის ვერსია სრულად გააბათილა. სასჯელაღსრულების სისტემა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ არჩილ გაგნიძემ ტანსაცმელი საკნის გარეთ დადო, სამსახურმა ნარჩენებად მიიჩნია და გადაყარა. დღის ბოლოს გაირკვა, რომ ბრალდებულმა ნივთები კონკრეტულ პირს მისცა.

ფაქტობრივად გამოირიცხა, რომ ეს ყოფილიყო ნარჩენები და გადაყრის მიზნით ყოფილიყო, ვინაიდან ეს ხდება მოვიანებით დაახლოებით 7 საათისთვის და გაგნიძის მიერ აღნიშნული ნივთები გაატანა 4 საათზე უშუალოდ ხელზე ჩააბარა იმ პირს, ვისაც უნდა გაეტანა და გადაეცა ოჯახის წევრებისთვის, - ამბობს გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

ცნობისთვის, შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი