
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 20 ახალი შემთხვევიდან, 8 პაციენტს სხვა ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, 1 პაციენტი მედიკოსია, 7 - საზღვარგარეთ იმყოფებოდა, 4-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია.
ინფორმაცია StopCoV.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 26 მილიონს გადააჭარბა, 860 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.