ქობულეთში კაცი შშმ ქალზე სექსულური ძალადობისთვის დააკავეს

გამოქვეყნდა:

ქობულეთში კაცი შშმ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

"მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებას, რომელიც ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებულია 80 წლამდე კაცი. 

ადგილობრივების თქმით, დაკავებული და ახალგაზრდა ქალი მეზობლები არიან. შშმ პირის მამა ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დაზარალებული 80 წლამდე ტაქსის მძღოლმა მანქანაში ჩაისვა და სექსუალურად შეავიწროვა.

პოლიციაში კორპუსთან მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლებმა დარეკეს.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი