სარფში თურქეთის მოქალაქე დიდი ოდენობით "კოკაინის" შემოტანას ცდილობდა | შემოსავლების სამსახური

გამოქვეყნდა:

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი" მებაჟე ოფიცრებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "კოკაინის" საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

უწყების თქმით, თურქეთის მოქალაქე 100,22 გრამი "კოკაინის" შემოტანას ცდილობდა.

"სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ე.ი. აღნიშნული მოქალაქის, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური და ბარგის, დათვალიერების შედეგად, ერთ შეფუთვად დაფასოებული 100,22 გრამი "კოკაინი" აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა," - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი