რუსთავში სროლისთვის 36 წლის გიორგი ორველაშვილი დააკავეს | მოკლულია ბრალდებულის ბიძა, ტაქსის მძღოლი და ორი გამყიდველი - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

შეიარაღებული თავდასხმის ახალი დეტალები - რუსთავის ბაზარში სავარაუდო დამნაშავე 1988 წელს დაბადებული, 36 წლის გიორგი ორველაშვილია - სამართალდამცველებმა ის სროლიდან მალევე დააკავეს. მას ბრალად განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გამოყენება ედება.

"მთავარი არხის "ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელმა ე.წ სტამბოლის ბაზარში სროლა პირადი კონფლიქტის გამო დაიწყო და საკუთარ ბიძას ანგარიშსწორების მიზნით სანადირო იარაღიდან ესროლა, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მასთან ერთად სროლას კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 2 ხორცპროდუქტების გამყიდველი, ერთი კი ტაქსის მძღოლია. დაჭრილია დაკავებულის ბიძაშვილიც. 

"ორი თვის წინ სახლი გადაუწვა ვიღაცას. მორჩა ყველაფერი, დამთავრდა. გიჟი იყო? გიჟს გარეთ რა უნდოდა... უნამუსოები ხართ, იცით რატომ? იცით, რომ ადამიანი გიჟია და გიჟი გარეთ დადის და ყველასთვის საშიშია", - მიმართა სამართალდამცველებს რუსთავში მოკლული ერთ-ერთი პირის შვილმა.

"ჩემი ნათლიის ძმისშვილია დამნაშავე. გიჟი, რომელმაც 2 თვის წინ ნაქირავებში დატოვა ჩართული ყველაფერი, გადაწვა სახლი და წავიდა. პოლიციამ გაიგო ამის შესახებ, დაადგინეს, რომ ეს ვერ იყო ცოტა კარგად და ეს გიჟი, დღემდე, სამ თვეზე მეტია, დადის გარეთ..." - ამბობს ის. 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი