ძალადობა შშმ პირზე | რას ამბობს დაზარალებულის მამა ქობულეთში მომხდარ მძიმე დანაშაულზე?

გამოქვეყნდა:

"დაუძახა ჩემს ბავშვს, დაიჯინა მანქანაში და ამ მომენტში მარჯვენა მხარეს მინა აწია და ბავშვს ფერება დაიწყო" - ამბობს შშმ პირის მამა ქობულეთში მომხდარ სექსუალური ხასიათის დანაშაულთან დაკავშირებით.

შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულია 80 წლამდე ასაკის კაცი, რომელიც ადგილობრივების ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი იყო და ხშირად აჩერებდა მანქანას იმ კორპუსთან, სადაც დაზარალებული ცხოვრობს.

ძალადობის ფაქტს კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღაზიის თანამშრომლები შეესწრნენ და პოლიციას აცნობეს.

პროკურატურის განცხადებით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარედგინა (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი