ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

გამოქვეყნდა:

ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, კიბერთავდასხმის მიზანი იყო ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაში დაცული დოკუმენტაციის და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

მოპარული დოკუმენტაციის ნაწილი უკვე ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზეა ატვირთული და ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი