რუსთავში ავერსის კლინიკის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

რუსთავში მდებარე ავერსის კლინიკის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარებულია, სამედიცინო პერსონალის ნაწილი კი კარანტინში გადაიყვანეს. 

თანამშრომლების ნაწილს უკვე ჩაუტარდა COVID-19-ის ტესტი, მის პასუხებს ველოდებით ხვალისთვის, ამ დროისთვის ვმუშაობთ შეზღუდულ რეჟიმში. თანამშრომელი იმყოფებოდა ექსკურსიაზე და მასთან კონტაქტი, დაახლოებით, 15-მდე ადამიანს ჰქონდა, - ამბობს კლინიკის ერთ-ერთი ექიმი.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 20 ახალი შემთხვევიდან, 8 პაციენტს სხვა ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, 1 პაციენტი მედიკოსია, 7 - საზღვარგარეთ იმყოფებოდა, 4-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 568
  • გამოჯანმრთელებულია - 1 279
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6 185
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 215, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 26 მილიონს გადააჭარბა, 860 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი