"მთავარის" ინფორმაციით, ავლაბარში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ავლაბარში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 პირი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 თებერვალს, ავლაბარში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. რა გახდა დაპირისპირების მოტივი, უცნობია. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი