სარფის საბაჟოზე 5 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები ამოიღეს

გამოქვეყნდა:

შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა სარფში 5 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები ამოიღეს. მოქალაქე დაჯარიმდა.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი," ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 4809.55 გრამი) გამოვლინდა. კანონდამრღვევი მოქალაქე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი