შემზარავი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. გივი ლაშქარაშვილს დაბა დუშეთის შესასვლელთან მანქანა დაეჯახა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მართავდა. პოლიციელმა მძიმედ დაშავებული მამაკაცი ადგილზე მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ლაშქარაშვილი თხრილში გამთენიისას გამვლელებმა იპოვეს. მიყენებული ჭრილობებისგან და სიცივისგან ის უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარიდან ერთი კვირის შემდეგ მოკლულის დედა დუმილს არღვევს და აცხადებს, რომ დროული დახმარების შემთხვევაში დაშავებულის გადარჩენა შესაძლებელი იყო. სავარაუდო დამნაშავე პოლიციელი უკვე დაკავებულია და გამოძიება ახლა ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა დაადგინოს, აქვს თუ არა დაკავებული პოლიციელის ავტომობილს დაზიანებები.
ავტორი: დავით კობიძე