კაცი არასრულწლოვან დისშვილს 7 წლის განმავლობაში აუპატიურებდა | სასამართლომ მას 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელიც 2006 - 2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს, - ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის ავრცელებს. 

დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. 

"დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა.  გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის  მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად," - ვკითხულობთ განცხადებაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი