მაშველებმა მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი ამოიყვანეს. მასში ერთი კაცის ცხედარი იყო.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, არსებული ინფორმაციით, მანქანამ მეტეხის ხიდზე არსებული ჯებირი გაანგრია და წყალში ჩავარდა.
მყვინთავ-მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
იხილეთ ასევე: