სასამართლო და დამძიმებული ბრალი - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესები გრძელდება

გამოქვეყნდა:

მცხეთის სასამართლოში დღეს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმის არასრულწლოვნების ეპიზოდზე ახალი მოწმეების დაიბარა. სხდომათა დარბაზში 10 პირი გამოიკითხა, მათ შორის ძალოვანები და საბედისწერო წვეულების სტუმრები რომლებიც ნარეკვავში იმყოფებოდნენ.

უკვე მესამე კვირაა, სასამართლო პროცესები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, რაც ადვოკატების პრეტენზიის მიზეზი გახდა. ბრალდებულთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ პროკურატურა მათ ბარიერებს მიზანმიმართულად უქმნის და საქმეზე სრულფასოვნად მუშაობის საშუალებას არ აძლევს.

არასრულწლოვნების ადვოკატების ინფორმაციით, გამოძიებამ არ იხელმძღვანელა მოწმეების ჩვენებებით და საგამოძიებო ექსპერიმენტი ისე ჩაატარა. 

მოწმეს, რომლის ჩვენების მიხედვითაც ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, არ მიუთითებია ადგილი, საიდანაც ამოიღო ჩანთა. შესაბამისად ეს არ უნდა იქნას გათვალისწინებული, რადგანაც გამოძიებამ თავისი ინიციატივით გადაწყვიტა. დარღვეულია საგამოძიებო ექსპერიმენტის წესი, - ამბობს არასრულწლოვან გ.მ-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი. 

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე ჯამში 18 პირია დაკავებული.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი