"ციანიდის საქმე" | ბოლო წლების ყველაზე ხმაურიანი და ბურუსით მოცული ისტორია

გამოქვეყნდა:

"ციანიდის საქმის" საგა 2017 წლის თებერვლიდან დაიწყო. "ოცნების" მთავრობა მაშინ ამტკიცებდა რომ  ქვეყნისა და ეკლესიის წინააღმდეგ "ვერაგული თავდასხმა" აღკვეთეს და რომ ქვეყანას  "დიდი ტრაგედია ააცილეს". პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, დეკანოზი მამა გიორგი მამალაძეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა  - ნატრიუმის ციანიდით უნდა მოეხდინა. 

თუ გავიხსენებთ იმას, რომ დეკანოზი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და ის გერმანიაში პატრიარქის მოსანახულებლად მიემგზავრებოდა, მაშინ ყველამ ობიექტურად მიიჩნია რომ "ოცნება" ილია მეორის წინააღმდეგ შეთქმულების აღკვეთაზე მიანიშნებდა, თუმცა საბოლოოდ დეკანოზს 9-წლიანი პატიმრობა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით შეუფარდეს.  

ეს მძიმე ბრალდება მამა გიორგი მამალაძეს არცერთ ეტაპზე არ უღიარებია. პატიმრობამ დეკანოზის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეარყია. ის დღემდე საწოლს არის მიჯაჭვული. მამა გიორგი არც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და არც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. "ციანიდის საქმეზე" იმსჯელა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი