დაპირისპირება თბილისში - 24 წლის ახალგაზრდა რუსთაველის გამზირთან, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კაცს 7 ტყვია გულმკერდის არეში ესროლეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მოკლული და თავდამსხმელი ერთმანეთს მეგობრები არიან, თუმცა, დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
პოლიციას დაპირისპირებაში მონაწილები პირები ჯერჯერობით არ დაუკავებია. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შსს-მ გამოძიება ორი მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარება-ხმარებას გულისხმობს.
იხილეთ ასევე: