სადახლოში 16 699.51 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

გამოქვეყნდა:

შემოსავლების სამსახურის ცნობით, "სადახლოში" დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა. უწყების თქმით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ, რომლის შემოტანასაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ცდილობდა, 16 699.51 ლარი შეადგინა. 

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 172,1 გრამი) გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 16 699.51 ლარი შეადგინა.საქმე, შემდგომი რეგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი