თბილისის ცენტრში მოკლული 24 წლის ახალგაზრდის საქმეზე გამოძიებას 2 ბრალდებული ჰყავს. ერთ-ერთი ბაჩო სირაძე, რომელიც პოლიციამ ქვეყნის დატოვების მცდელობისას დაკავა. სირაძე არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს და ციხე მან დაახლოებით ერთი წლის წინ დატოვა.
გამოძიება ახლა იმ პირთა წრეს ადგენს, ვინც კაფე გალერისთან მომხდარ სისხლიან კონფლიქტში მონაწილებდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მეგობრებს შორის დაპირისპირება სწორედ "გალერიში" დაიწყო და მალევე სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ერთ-ერთი ვერსიით, სირაძემ 7-ჯერ ესროლა, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ამ დროისთვის უცნობია, ჰყავთ თუ არა სამართალდამცველებს ყველა ის პირი იდენტიფიცირებული, ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობდა.