რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს წელიწდნახევრით პატიმრობა შეეფარდა. თეა ბეგიაშვილი ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. 20 წლის ფეხბურთელი, რომელიც კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს, მკურნალობის დაწყებიდან ერთ თვეში გარდაიცვალა. ბეგიაშვილს გამოძიება დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდა, რაშიც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო.
ჩემი შვილის მიმართ გაკეთებული არის ათასამდე ნარკოტიკული პრეპარატი. ამას ექთანი რომ ვერ გააკეთებდა, ეს თავისთავად ცხადია. ყველანი უნდა დაჯდნენ საბრალდებო სკამზე. ეს უბრალოდ მოესწრო ის გარემოება, რომ ქალბატონი თეა ბეგიაშვილი მოხვდა პირველად. ქალბატონ თეა ბეგიაშვილს ეთქვა თავშივე, რომ დამავალეს და ისე მოვაწერე ხელი, ხო? დღეს გაირკვა ეს მომენტები. მანამდე, წელიწადნახევრის განმავლობაში საიდან იყვნენ. ვიღაცები ხომ არ პირდებოდნენ, მიდით, ჩემო ბატონო, არაფერი არ მოხდება, გარეთ ხარ, გირაოს ქვეშ ხარ და არაფერი არ დაგემართება ამით. მიდი, რაც გინდა ის გააკეთე, ხო? იყო ცინიკური დამოკიდებულება. ძალიან ბევრი რამე გაირკვევა კიდევ და ბევრ რამეს აეხდება ფარდა, - ამბობს გარდაცვლილი ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის მამა, გაიოზ ჩარკვიანი.
ავტორი: დავით კობიძე