შიდა ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის კასპში 1 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1980 წელს დაბადებული გ.ბ. რომელსაც ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ედება.
ნივთმტკიცების სახით, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 14 აბი და 10 ძირი კანაფის ნერგი ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.