კახეთის პოლიციამ მუქარის ბრალდებით იორმუღანლოში 1 პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ღამის საათებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თანასოფლელს - 1979 წელს დაბადებულ ფ.მ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა შ.ი. დანაშაულის ჩადენის დღესვე, კახეთში დააკავეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის მიერ ჩატარდა გამოკითხვები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
1985 წელს დაბადებული შ.ი.-ს წინააღმდეგ გამოძიება სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო