ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 47 საეჭვო პაციენტი გამოიკვლიეს, საიდანაც კოვიდ 19 ერთ პაციენტს დაუდასტურდა. ინფიცირებული შუა ხნის კაცი ტრაილერის მძღოლია გარდაბნიდან.
საავადმყოფოში ამ დროისათვის ჯამში 11 პაციენტი მკურნალობს.
ქუთაისის ინფექციურში სულ 65 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში კი დღეს კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 15 პაციენტი.