13 ინფიცირებული აჭარაში - 9 შემთხვევა "დონას" კლასტერია

გამოქვეყნდა:

აჭარაში ბოლო 24 საათში​ კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 9 საკონდიტრო „დონას“ კონტაქტია, ერთი მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრი, ერთი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, ხოლო 2 აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრები არიან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 58 პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი.

ქვეყანაში კი დღეს კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 15 პაციენტი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი