​"დონას" კლასტერი 36-მდე გაიზრდა, კორონავირუსი "ავერსის" კიდევ 3 თანამშრომელს დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

საკონდიტრო "დონას" კლასტერი გაიზარდა და ამ დროისათვის უკვე 36 ინფიცირებულია - ინფორმაციას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ავრცელებს.

ეზუგბაიას თქმით, 24 საათში დაფიქსირებული 28 შემთხვევიდან სამი რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, ხოლო ოთხის ინფიცირების წყარო უცნობია:

12  „დონას“ კლასტერს უკავშირდება და ჯამში, ამ კლასტერში 32 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. სამი დადასტურებულ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, კიდევ სამი რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, 2 შემოტანილია, მათგან 1 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 4 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ხოლო კიდევ 4 შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 275 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის სამი კრიტიკული პაციენტია, ხოლო 16-ის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 15 პაციენტი.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი