ძალადობასა და მუქარის ფაქტებზე მხილებული შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მის წინააღმდეგ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ცოლმა მიმართა.
გამოძიება ამბობს, რომ 2023 და 2024 წლებში, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა. სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. დაცვის მხარე გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს, ბრალდების მხარე კი პატიმრობას ითხოვს.
"ჯერ ბრალი არის მხოლოდ წარდგენილი, თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. სამსახურში იმყოფება, ბრალი აქვს მხოლოდ წარდგენილი", - ამბობს ადვოკატი.