გვიან ღამით, გლდანის მესამე მიკრორაიონის საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
აფეთქების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საცხოვრებელი ბინის მე-4 სართულზე ხანძრის შედეგად საყოფაცხოვრებო ნივთები დაზიანდა.
"შემთხვევას ნგრევა და მსხვრპლი არ მოჰყოლია. დაშავებული არავინ არაა. აფეთქებამ გამოიწვია ხანძარი საოჯახო ნივთებზე 15-20 კვ.მ. ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხდა"-ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.