22 წლის მამუკა გაწერელიას ოჯახი ხელისუფლების დახმარებას ითხოვს. ახალგაზრდა რომელიც ოკუპანტების ტყვედ ჩავარდა, გაასამართლეს და უმძიმესი სასჯელი შეუფარდეს. მარიუპოლის მცველს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ოკუპანტი რუსეთი გაწერელიას 3 რუსი სამხედროს მკვლელობაში ადანაშაულებს. ბოლო კომუნიკაცია აზოვსტალის მცველთან ოჯახს 2 დღის წინ ჰქონდა. მებრძოლის დედა ჰყვება რომ სავარაუდოდ მის შვილს საოკუპაციო რეჟიმი ტყვეობაში აწამებდა. უმძიმესი განაჩენი პუტინის სასამართლომ გუშინ გამოიტანა, თუმცა მას შემდეგ ოფიციალურ თბილისის კრემლის ქმედებაზე რეაქცია არ ჰქონია. ამ დრომდე დუმს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოჯახის კითხვებზე პასუხები არ აქვს არც თავდაცვის უწყებას.
ავტორი: ზურა პეტროსიანი