
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საყოველთაო კარანტინისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს. რაც შეეხება არჩევნებს, ინფექციონისტი ამბობს, რომ საარჩევნო აუცილებელია დისტანციის დაცვა და პირბადეების გამოყენება
"არჩევნებთან დაკავშირებით არამგონია ძალიან მაღალი რისკები იყოს იმიტომ რომ იქ კონაქტი შედარებით მცირეხნიანია. გასაგებია რომ საარჩევნო უბნებთან რიგებია, მაგრამ ეს შეიძლება მოგვარდეს დისტანცირებით და პირბადით" ამბობს ბუწაშვილი.
შეგახსენებთ, რომ კარანტინისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების საჭიროება ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა არ გამორიცხა. თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია, რაც ყურადღების მოდუნების შედეგია. მისივე თქმით, მეორე ტალღა ჯერ კიდევ წინ არის.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა