სპეცოპერაცია და ნარკორეალიზატორების დაკავება თბილისში | ახალი დეტალები სოფელ გლდანიდან

გამოქვეყნდა:

სოფელი გლდანი ამ წუთებში პოლიციის ალყაშია მოქცეული. დასახლებაში ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას ატარებენ.

"მთავარი არხის" ინფორმააცით, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. დაკავებულია ერთი პირი. ამ დროისთვის უცნობია მუხლი, რომლის საფუძველზეც ის დააკავეს.

ცნობილია, რომ ამ დროისთვის სოფელ გლდანში საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. სამართალდამცველებმა ტერიტორია დატოვეს. დაკავებულის ოჯახის წევრები მედიასთან არ საუბრობენ.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი