მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი, რომელიც 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. მხარეებს დასკვნითი სიტყვები აქვთ წარსადგენი, შემდეგ კი მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავა.
"რანაირად არ ვფიქრობ და ჩემ ტვინში ვერ ლაგდება რა ხდება, რატომ აკეთებენ ასეთ სვლებს, ერთადერთი აზრი მებარება, რომ დროს ჭიმავენ. ახალგაზრდებიც რაღაც აქციის მოწყობას აპირებენ, ალბათ ამ ტალღის ჩახშობაც უნდათ. ყველას ხომ ჰყავთ შვილები ვინც არიან მთავრობაში იქნება, თუ სასამართლოში, აი ასე ადამიანის ასე აბუჩად აგდება როგორ შეიძლება", - ამბობს გრიგორიადისის ბაბუა.
ადვოკატი, ლიკა ბითაძე ამბობს, რომ 29 თებერვალს ზვიად შარაძეს სხვა პროცესები აქვს, რაც ნიშნავს, რომ შვებულებიდან გამოსული იქნება. მისი თქმით, თუ მარტის დასაწყისში ლაზარე გრიგორიადიდის პროცესი არ დასრულდა, ამ შემთხვევაში ფაქტს სამართლებრივ შეფასებას მისცემს.