მდგომარეობა სტაბილურია, აგრძელებს მკურნალობას | ექიმი ქუთაისში დაჭრილ საკრებულოს წევრზე

გამოქვეყნდა:

ქუთაისში გუშინ საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან", დეპუტატი ზაქრო მამასახლისი მისივე სასტუმროსთან დაჭრეს. დაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრას  წინ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი უძღოდა. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.

ზაქრო მამასახლისი ქუთაისის საეკლესიო კლინიკაშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით ის შეყვანილ იქნა ემერჯენსის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, მათ შორის ქირურგიული ჩარევა. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ავადმყოფის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, გადაყვანილია განყოფილებაში და აგრძელებს მკურნალობას. მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია", - ამბობს ექიმი. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი