რატომ გაიმეტა შვილმა მამა სასიკვდილოდ - გლდანში მომხდარი მკვლელობის მოტივი უცნობია. ცნობილია, რომ 28 წლის კაცმა მამა 12 წლის დის თანდასწრებით მოკლა. სწორედ გოგონამ დარეკა 112-ში და შეატყობინა პოლიციას. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კაცს დაზიანება ყელის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. მეზობლები 28 წლის კაცის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.