ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში ერთდროულად ხუთი ოჯახი გაქურდეს.
ხუთივე ოჯახიდან მოპარულია საკვები პროდუქტები, მათ შორის თხილი. მოპარული პროდუქტი ერთ ადგილას სოფლის გასასვლელში დაასაწყობეს და მანქანა დასატვირთად შეიყვანეს, სწორედ ამ დროს შენიშნეს მათი გადაადგილება ადგილობრივებმა. ქურდებმა კი მიმალვა შეძლეს.
მოსახლეობამ მომხდარზე პოლიციას შეატყობინა, სამართალდამცავები სოფელში მხოლოდ "მთავარი არხის" მისვლის შემდეგ გამოჩნდნენ.