გიგა კობალაძე პროკურატურას მიმართავს, რომ GERA-ში რუსეთიდან გადმორიცხული ფულის წარმომავლობა შეისწავლონ

გამოქვეყნდა:

საავტორო უფლებათა ასოციაცია GERA-ს წინააღმდეგ -  გიგა კობალაძეს პროკურატურაში განცხადება შეიტანა, რომლითაც ასოციაციის ხელმძღვანელი რუსეთიდან GERA-ში გადმორიცხული ფულის წარმომავლობის და მიზნობრიობის შესწავლას ითხოვს. კობალაძემ გამოძიების დაწყება ასოციაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოითხოვა. 

მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში GERA-ში ადგილი ჰქონდა ფულის გათეთრებასა და ოკუპანტი სახელმწიფოსთვის დახმარებას სანქციების თავის არიდებაში.

"ჩვენ მტკიცებულებები ბევრჯერ გავასაჯაროვეთ. კონკრეტული მტკიცებულებები ეხება როგორც რუსეთიდან გადმორიცხულ მილიონობით დოლარს წლების განმავლობაში, ასევე ჩვენ გავასაჯაროვეთ წერილი, რომლის მიხედვითაც ქართული ორგანიზაცია  GERA ეხმაურებოდა რუსეთს, ცდილობდა დახმარებოდა სანქციებისგან თავის არიდებაში. პრინციპში, ეს ორგანიზაცია 5 წლის განმავლობაში, ერთი მხრივ, უკანონოდ საქმიანობდა და მეორე მხრივ, აი, ამ უკანონო საქმიანობას იფინანსებდა მტრული სახელმწიფოდან შემოსული ფულით, რომლის გადმორიცხვაც დღემდე გრძელდება, სამწუხაროდ და სწორედ ამიტომ, ეს ფაქტები წარვადგინეთ პროკურატურაში," - ამბობს კობალაძე.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი