ფილარმონიასთან აფეთქება ბუნებრივ აირს არ გამოუწვევია - "თბილისი ენერჯი"

გამოქვეყნდა:

ფილარმონიასთან მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით "თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში ამბობენ, რომ აფეთქება ბუნებრივ აირს არ გამოუწვევია. 

კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული.კომპანია 'თბილისი ენერჯის' სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი მოკვლევის შედეგად ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროცესში, - ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციებიების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე  ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად გარდაცვლილია ერთი პირი, დაშავებულია 3. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ტერიტორიაზე სახლების ფანჯრები ჩაიმტვრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი