აფეთქება თბილისის ცენტრში - იყო თუ არა კლუბში დაცული უსაფრთხოების ზომები, უცნობია

გამოქვეყნდა:

კლუბ "დეჟავუში", წინასწარი ინფორმაციით, ჟანგბადის ბალონის აფეთქდა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო რომ ერთი მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. კლუბის დაშავებული თანამშრომლების გადარჩენა კი გამვლელებმა შეძლეს. აფეთქების ტალღამ დააზიანა შენობები და შემთხვევითი გამვლელების ავტომანქანები.

გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. აფეთქება კლუბში კონდენციონერის შეკეთების დროს მოხდა. "დეჟავუს" მეპატრონის ინფორმაციით, სპეციალისტები გაგრილების სისტემას აკეთებდნენ, როდესაც ჟანგბადის ბალონი მოულოდნელად აფეთქდა. დამსხვრეულია კლუბის შიგნით ინვენტარი და ახლოს მდებარე ობიექტები.

კლუბ "დეჟავუს" მეპატრონეები საღამოს ღონისძიებისთვის ემზადებოდნენ. ამ დროისთვის, დაშავებული მოქალაქეები სავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათ შორის ერთის მდგომარეობა კრიტიკულია და ის ალადაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აქვთ კლუბის ერთ თანამშრომელსა და კონდენციონერის 2 ხელოსანს. ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთი დაშავებული რესპუბლიკური საავადმყოფოდან სახლში უკვე გაწერეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები სამუშაოების შესრულების დროს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ამ დროისთვის მოკვლევა 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამუშაოების უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უბედური შემთხვევის შემდეგ, ახლოს მდებარე შენობებიდან მოსახლეობის ევაკუაცია არ მომხდარა. შემთხვევის ადგილას სასწრაფო, სამაშველო ჯგფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული. კლუბ "დეჟავუს" შენობაში საგამოძიებო მოქმედების პარალელურად, დამტვრეული ინვენტარისგან ასუფთავებენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი