მედია: პოლონეთში, წვეულებაზე ნეპალელი ახალგაზრდა მოკლეს, დამნაშავე, სავარაუდოდ, ქართველია

გამოქვეყნდა:

პოლონეთის ქალაქ სლუპსკში, ერთ-ერთ წვეულებაზე ნეპალელი ახალგაზრდა, 28 წლის ბიჭი დაჭერა. ადგილობრივი მედია წერს, რომ მას კისრის არეში სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, 35 წლის საქართველოს მოქალაქემ მიაყენა.

წვეულება იმ ჰოსტელში იმართებოდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან პოლონეთში სამუშაოდ ჩამოსული პირები ცხოვრობენ.

მედია წერს, რომ ბრალდებული პოლიციამ დააკავა და ის შემთხვევის დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო. მის გარდა დაკავებულია კიდევ ორი ქალი, რომლებსაც დანაშაულის კვალის დაფარვას, მათ შორის დანაშაულის ჩადენის იარაღის - დანის გადამალვას ედავებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი