მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიდო

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიდო. მიზეზი საქმის ფიგურანტი ერთ-ერთი პირის ადვოკატის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. როგორც სასამართლოში განმარტეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმის სხდომა იყო ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლო კოლეგიას სთხოვეს მესამე პრეზიდენტისთვის სიტყვით გამოსვლის უფლება მიეცა, თუმცა მოსამართლემ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. 

მომდევნო სხდომა 11 მარტს, 12-ის ნახევარზე ჩაინიშნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი