მაღაზიების ძარცვა, თავდასხმა მეტროში და ჩხუბი სკოლასა და ავტობუსში | მოძალადე არასრულწლოვნები თბილისში - "მთავარმა" კადრები მოიპოვა

გამოქვეყნდა:

არასრულწლოვანთა ბანდები თბილისში. მოზარდები სულ უფრო მეტ დანაშაულს სჩადიან და დაუსჯელობის სინდრომი მათ კიდევ უფრო ათამამებს. "მთავარი არხისთვის" ცნობილია ბოლო დღეებში მომხდარი რამდენიმე ჯგუფური დანაშაულის შესახებ. ძალადობის ეს ფაქტები თვითმხილველებმა გადაიღეს, ერთს პოლიციაც კი შეესწრო - მაგრამ რეაგირება და შედეგიც ნულოვანია. სამართალდამცველები საუბრობენ კანონზე, რომელიც მოზარდებს იცავს იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი კანონს არღვევენ. 

ჩხუბი სკოლასთან, თავდასხმა მეტროში, ჩხუბი ავტობუსში, მაღაზიების და ავტოსადგომების ძარცვა - არასრულწლოვნების რამდენიმე ჯგუფი დედაქალაქში ფაქტობრივად უკონტროლოდ მოქმედებს. მათ შორის არის გოგონების დაჯგუფებაც. მოზარდების აგრესიის მიზანი ხშირ შემთხვევაში ვიდეოკადრების სოციალურ ქსელში განთავსებაა. პოლიცია კი იძულებულია მხოლოდ მშობლების დაჯარიმებით და ახსნა-განმარტებით შემოიფარგლოს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი