გამოცემა “თაიმერის” ინფორმაციით, მეუფე გიორგი ჯამდელიანი სამ თვეში შვილს ელოდება. გამოცემის ცნობითვე, მეუფე მარტის მეორე ნახევარში ეპარქიას დატოვებს და საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადავა.
სკანდალი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში ამ დრომდე არ ამოწურულა. ჯერჯერობით ღიად რჩება საკითხი, განიხილავს თუ არა წმინდა სინოდი მეუფე გიორგისთვის მძიმე საეკლესიო სასჯელის დადებას. უკვე ერთი კვირაა, საქართველოს საპატრიარქო დუმს, რაც შეეხება თავად ეპისკოპოსს, საკვირაო ქადაგებისას მეუფე გიორგიმ ორაზროვნად ისაუბრა მის მიმართ არსებულ ბრალდებებზე და დაემუქრა კლესიიდან საბოლოო განკვეთით დეკანოზ ილია ჭიღლაძეს, რომელმაც მეუფე ქორწინებაში ამხილა.
იხილეთ ასევე: